რა არის დღგ

დღგ ანუ 1) სხვაობის და  2) დაუბრუნებელი გადასახადი

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) მარტივ პრინციპზეა აწყობილი, ყველას ვინც ყიდის საქონელს ან მომსახურებას ფასში ჩადებული აქვს ორი ძირითადი თანხა 1) თვითღირებულება + 2) მოგება . დღგ  წარმოადგენს მესამე დამატებით თანხას , რომელიც ითვლება  პირველი ორის ჯამიდან.  გამყიდველი ამატებს დღგ-ეს ფასში და ამოღებულ თანხას უბრუნებს სახელმწიფოს, მყიდველებს უფლება აქვთ სხვა მყიდველისგან ნაყიდი დღგ ჩაითვალოს .  ვაჭარმა N2  იყიდა ერთი საქონელი 118 ლარად , რომელიც სამი თანხისგან შედგებოდა 40 ლარი თვითღირებულება  60 ვაჭრის მოგება და 18 ლარი დღგ. ვაჭარმა N2-მა ვაჭარ N3-ს მიყიდა ნაყიდი საქონელი 236 ლარად , რომელიც სამი ნაწილისგან შედგებოდა 100 თვითღირებულება + 100 ვაჭარი N2 მოგება და 36 დღგ. ვაჭარ 2 ბიუჯეტში ერთ თვეში მიატანინეს დადებითი სხვაობა მის მიერ გაყიდულ და ნაყიდ დღგ-ებს შორის 36-18 ლარი . ვაჭარ N3-მა გაყიდა საქონელი  (თვითღირებულება 200 + თავის მოგება 200 +დღგ 72 ლარი)  ჩვეულებრივ მყიდველს , რომელიც ამ საქონლის გაყიდვას არ აპირებს. ვაჭარი N3 ერთ თვეში ბიუჯეტში გადაიხდის 72-36 ლარს. ამ ისტორიაში დაზარალდა ორი ვაჭარი და ყველაზე მეტად საბოლოო მყიდველი რომელსაც სხვაობა საერთოდ არ დაუბრუნეს .

უფრო ღრმად რომ წავიდეთ ეს მაგალითი სხვა კუთხით გამოჩნდება. რომ არ ყოფილიყო მყიდველი ვერც ვაჭრები და ვერც სახელმწიფო ამ ტრანზაქციას ვერ  ჩაატარებდნენ.  არითმეტიკული ფასების ანგარიში ბაზარს არ აინტერესებს , ის დამოუკიდებლად აყალიბებს ფასს უმცირესის პრინციპით, დაუშვათ მყიდველმა ვაჭარ N 3 საქონელს ზედ არ შეხედა  სიძვირის გამო, ამ შემთხვევაში მესამე ვაჭარი დაიწყებს ფასის დაწევას ბაზრიდან გამომდინარე და დაწევს მანამ სანამ ამის საშუალებას მისცემს ის ვინც დღგ-ეს ახალი რეგისტრაციის გამო 100 000 ლარამდე არ იხდის დღგ-ეს და თვითონ შემოაქვს მცირე რაოდენობის საქონელი მაგ. ვაჭარი N4.  ვაჭარ N3 აქვს მცირედი შანსი გაყიდოს საქონელი იმ შუალედში როდესაც ვაჭარ N4 საქონელი დაუმთავრდება.

ისევ დაუბრუნდეთ პირველ მაგალითს ვაჭარი N2 მოგებას თვითონ ვერ ამატებს საქონელს თუ საქონელი იყიდება  47,2 ვაჭარ N 2 არაფერი არ რჩება 47,2 – 7,2 დღგ - თვითღირებულება 40 = 0 მოგება, მხოლოდ 47,2 ზემოთ თუ ბაზარმა დართო ამის ნება, ვაჭრების საქმიანობა კურსის ცვალებადობის დროს ემსგავსება მკითხაობას. ამ მაგალითში სახელმწიფო არაფერს არ რისკავს გარდა იმისა, რომ ვაჭრებიც გააკოტროს და მყიდველებიც ან მიიღოს ჩრდილოვანი ეკონომიკა.


კახაბერ ომიაძე 

2019 წ.

Comments