მუხლი 081. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი

1. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უმაღლესი სიზუსტით ახდენს გაზომვის ერთეულის მნიშვნელობ ი ს აღწარმოებ ა ს , ინახავს მას და არის გაზომვების ერთიანობისა და სისწორის საფუძველი საქართველოში.
2. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო ეტალონების მიმართ შედარებადი ან ერთგვაროვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული გაზომვების თავსებადობა (შესაბამისობა).
3. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის შენახვას უზრუნველყოფს სააგენტო.
4. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის გაუქმების თაობაზე.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი