მუხლი 070. ტექნიკური კომიტეტი

1. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ქმნის ტექნიკურ კომიტეტებს, სტანდარტიზაციის შესაბამისი სფერო ები ს მიხედვით . ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე.
2. ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა საქართველოს სტანდარტების მიღება კონსენსუსის საფუძველზე.
3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი