მუხლი 027.-1 . ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის ( ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგური ს) მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა

ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის ( ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგური ს) მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი