მუხლი 026. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის

1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:
ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;
ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ ი და მე-3 ნაწილები თ გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობი ს თანხით , რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
4 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 44-ე მუხლითა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევების ჩადენისას, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით დაკისრებული ჯარიმისგან პირის გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმა.
5. მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.
7. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონს ატარებს ამ კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით.
8. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი