მუხლი 104. დასკვნითი დებულებები

1 . ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს :
ა) საქართველოს 1996 წლის 20 მარტის კანონი „ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ “ (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7);
ბ) საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი „ სტანდარტიზაციის შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162);
გ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „ პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ “ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25);
დ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „ გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ “ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36);
ე) საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი „ ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) .
2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.
3 . ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6157- Iს

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი