მუხლი 103 . გარდამავალი დებულებები

1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.
2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.
3. საქართველოს მთავრობამ წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრირებული, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების განახლებული სია.
4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტია, ექვემდებარება ამ კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას.
6. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ განსაზღვრ ოს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი.
7. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაადგინოს ამ ავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი .
8. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამ ავე კოდექსის მოთხოვნათა თავის ნორმატიულ აქტებში ასახვა.
9. 201 3 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსის მე-18 მუხლი ს მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დადგენილი წესით მიღება.
1 0 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონ მ დებლობით დადგენილი წესით.
101 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და ფუნქციონირების დაწყებამდე ამ კოდექსის 271 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
1 1 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
1 2 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მა დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება და საშტატო ნუსხა.
1 3 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-1 4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
1 4 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ 1998 − 2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა.
1 6 . ამ მუხლის მე- 1 5 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები .
1 7 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყო ნ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მარ ე გულირებელ ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრის მიზნით .
18. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში.
19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში.
20. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც წარმოებულია რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე.
21. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები.
2 2 . ამ კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი მოდულების შესაბამისად ქვემოდულები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2 3 . საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნების ა და იურისდიქციების ნუსხას, რომ ე ლ თა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველო ში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაიშვება.
24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა.
2 5 . განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე 2012 წლამდე არ განხორციელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.
2 6 . ამ კოდექსი ს მოქმედება ვრცელდება ამ ავე კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ ყველა არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომლე ბ იც მოექცევა ამ ავე კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ იმავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.
2 7 . ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდე ბა ამ ავე კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებ ა ზედაც, რომლებიც მის ამოქმედებამდე დაიწყო.
2 8 . ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელზედაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დასრულდეს ამ ავე კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
29. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტების , ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სამართალმემკვიდრე.
30. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე მეწარმე სუბიექტის სტანდარტი (მსტ) ჩაითვალოს საწარმოს შიდა სტანდარტად . იგი რეგისტრაციას არ საჭიროებს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი