მუხლი 102. აკრედიტაციის ეროვნული ნიშანი (ლოგო)

1. აკრედიტაციის ეროვნული ნიშანი ( ლოგო) არის აკრედიტაციის ცენტრის საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომლის გამოყენების წესს ა დგენს აკრედიტაციის ცენტრი.
2. აკრედიტაციის ეროვნული ნიშნის ( ლოგოს) გამოყენებით შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აცხადებს, რომ მისი კომპეტენტურობა დაა დასტურა აკრედიტაციის ცენტრმა და იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი