მუხლი 099 . აკრედიტაციის ცენტრი

1. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.
3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის მიზნების განსახორციელებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს და ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.
4. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაციის, აკრედიტებული პირები ს მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგსა და ზედამხედველობას, აგრეთვ ე შეიმუშავებს აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებს.
5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასა და მონიტორინგს ახორციელებს დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
6. აკრედიტაციის ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლე ბ იც აკრედიტაციის ცენტრს უწევ ენ კონსულტაციას სპეციფი კ ური ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.
7. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს აკრედიტებულ პირთან დაკავშირებულ საჩივარს და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პრეტენზიას.
8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს , მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
9. აკრედიტაციის ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს , რომელსაც წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრ ი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობას .
10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმო ა დგენს საქართველოს საერთაშორისო და რეგიონ ალურ ორგანიზაციებში;
ბ) ამყარებს ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაცი ას თან, პირთან და სხვა ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოებთან .
11. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი . ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის:
ბ.ა) აკრედიტაციი სა და მონიტორინგი ს განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული პირისთვის ჩატარებული სწავლებებიდან მიღებული შემოსავალი ;
ბ. გ ) კონფერენციების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი