მუხლი 097. აკრედიტაციის საფუძველი

1. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
3. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციას ახორციელებს დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. პირისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი