მუხლი 096. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა

1. აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო ს ამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო .
2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა .
3 . აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან წესებსა და პრინციპებს .
4 . აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის , ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის , ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში , ისე მისი ფარგლების გარეთ , დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი