მუხლი 093. შესაბამისობის ნიშანი

1. შესაბამისობის ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტის შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია და პროდუქტი შეესაბამება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
2. შესაბამისობის ნიშანი პროდუქტზე დაიტანება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული სახით/წესით.
3. შესაბამისობის ნიშანს პროდუქტზე მის ბაზარზე განთავსებამდე დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი.
4. პროდუქტზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ნიშანიც, თუ იგი არ გამოიწვევს შესაბამისობის ნიშანთან აღრევას და არ შეამცირებს მის აღქმადობას.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი