მუხლი 092. საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი

1. პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებ ში დადგენილი წესით გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულად ითვლება დამატებითი პროცედურების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ ი უნდა იქნ ე ს ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისობის შეფასება ს ახორციელებს საქართველოში ან M R A -ის (ურთიერთაღიარების შეთანხმება)/MLA -ის (მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება) , ILAC -ის (საერთაშორისო თანამშრომლობა ლაბორატორიების აკრედიტაციაში) , IAF (აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი) , EA -ის (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ხელმომწერ სახელმწიფოში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირი.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი