მუხლი 089. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები

1. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოდულებით (ქვემოდულებად).
2. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულებია:
ა) მოდული A − შიდა საწარმოო კონტროლი – შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი;
ბ) მოდული B − პროდუქტის ნიმუშის (პროტოტიპის) შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო;
გ) მოდული C − ტიპთან შესაბამისობა , დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო გამოცდ ი ს პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს და შერჩევით ამოწმებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას;
დ) მოდული D − ტიპთან შესაბამისობა , დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ა მოწმებს წარმოების ხარისხის სისტემ ა ს ან მის ნაწილებს და ზედამხედველობ ს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას ;
ე) მოდული E − ტიპთან შესაბამისობა , დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ა მოწმებს პროდუქტის ხარისხის სისტემ ა ს ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირება ს ;
ვ ) მოდული F – შესაბამისობა , დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე − სერტიფიცირებულ ტიპთან ან დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შემოწმება , რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი , იმპორტიორი , აკრედიტებული ან უფლებამოსილი ორგანო თითოეულ პროდუქტზე ან სტატისტიკურად შერჩეულ ნიმუშზე ;
ზ ) მოდული G    − შესაბამისობა , დაფუძნებული თითოეული პროდუქტის შემოწმებაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ თითოეული პროდუქტის ყველა დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემოწმება ;
თ ) მოდული H – შესაბამისობა , დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ საწარმოში ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირების ზედამხედველობა და , საჭიროების შემთხვევაში , დაპროექტების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასება .
3 . შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4 . კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება შესაბამისობის შეფასების ის მოდული (ქვემოდული) ან მათი კომბინაცია, რომელიც ადგენს მოქმედებათა თანამიმდევრობას შესაბამისობის შეფასებისას , რომლის შედეგები განიხილება , როგორც შესაბამისობის შეფასების ობიექტი ს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულება, და რომლის საფუძველზე და ც გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5 . რეგულირებულ სფეროში დაუშვებელია შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განთავსება ან ფუნქციონირება , თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
6 . რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს წარუდგინოს დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი