მუხლი 088. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა:
ა ) აღიარება – სხვა პირის მიერ დადგენილი შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ ;
ბ ) ცალმხრივი აღიარება − აღიარება , რომლის მიხედვით ერთი მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს ;
გ ) ორმხრივი აღიარება − აღიარება , რომლის მიხედვით თითოეული მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს ;
დ ) მრავალმხრივი აღიარება − აღიარება , რომლის მიხედვით ორზე მეტი მხარე აღიარებს ან იღებს თითოეული მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს ;
ე ) სერტიფიკაცია – სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ჩატარებული , განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ატესტაცია ობიექტის შესაბამისობის დადასტურების მიზნით;
ვ) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ზ) ტესტირება (გამოცდა) – შესაბამისობის შეფასების ობიექტის ერთი ან მეტი მახასიათებლის განსაზღვრა პროცედურების შესაბამისად;
თ) ინსპექტირება – პროდუქტ ის საპროექტო დოკუმე ნ ტაციის შემოწმება, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის დადგენილ მოთხოვნებთან ან , პროფესიული განსჯის საფუძველზე , ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას .

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი