მუხლი 087. მოქმედების სფერო

1. ეს კოდექსი ადგენს შესაბამისობის შეფასების ობიექტის – მასალის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის, სისტემის, პირის − შესაბამისობის შეფასების სამართლებრივ საფუძვლებს .
2.  ამ კოდექსის შესაბამისად ხორციელდება შესაბამისობის შეფასების ობიექტის ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება .
3. შესაბამისობის შეფასების სავალდებულოობა დგინდება კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის , ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსა თვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება .
4. დაუშვებელია პროდუქტის შესაბამისობის შეფასების მოთხოვნა ბაზარზე განთავსებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარეობს.
5. პროდუქტი, რომელიც შეკეთდა ბაზარზე განთავსების დროს , თავდაპირველი ფუნქციის, ტიპის და მიზნის ცვლილების გარეშე , არ ექვემდებარება ხელახალ შესაბამისობის შეფასებას , თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. რე გულირებული სფეროს გარდა, სხვა სფეროში შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია , მათ შორის , პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის , და ხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე .

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი