მუხლი 083. ტიპის დამტკიცების ნიშანი

1. ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე ან თანდართულ დოკუმენტზე.
2. თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებ ა ზე . ამ შემთხვევაში ასეთი ნიშანი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნისაგან.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დატან ილი უნდა იქნეს დაკანონებული გაზომ ვის საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ტიპის დამტკიცების ნიშ ა ნი მკაფიო უნდა იყოს და არ უნდა იშლებოდეს.
4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მის დატან ასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი