მუხლი 080. დაკანონებული გაზომვის საშუალებები

1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილი თ დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, ა გრეთვ ე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობი თ განსაზღვრული ადმინისტრაციულ ი და ჯარიმებ ი ს ათვის .
2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:
ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;
ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის:
ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი;
ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი;
ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი;
გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე;
დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე;
ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;
ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;
ზ) გაზის მრიცხველებისათვის:
ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10მ3 /სთ – 10 წელი;
ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10მ3 /სთ – 4 წელი;
თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა ) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი;
ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე;
კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი;
ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი ;
მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის. არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად მომხმარებელს.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ ი უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები.
5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში.
6. დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.
7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებულ ი გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვე პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საცალო და საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ სასწორებსა და საწონებზე.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი