მუხლი 079. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობ ა :
ა) გაზომვის ერთეული – ფიზიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად;
ბ) გაზომვის საშუალება – ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და რომელსაც აქვს ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები;
გ) დაკანონებული გაზომვის საშუალება – გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს;
დ) გაზომვის საშუალების ტიპი – დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების დასრულებული/ სრულფასოვანი მოდელი;
ე) გაზომვის ერთეულის ეტალონი – გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური სიდიდის ერთეულის ზომის აღწარმოების ათვის , შენახვისა და გადაცემისათვის;
ვ) დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ეტალონებით/სტანდარტები თ უზრუნველყოფილ სიდიდეთა მნიშვნელობებსა ( გაზომვის განუსაზღვრელობებით ) და შესაბამის ჩვენებებს შორის ( მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით ) და მეორე ეტაპზე იყენებს ამ ინფორმაციას დამოკიდებულების დადგენის საშუალებით ჩვენებ იდან გაზომვის შედეგის მისაღებად.
შენიშვნა: დაკალიბრება ნებაყოფლობითია და დაკალიბრების ხარჯები ეკისრება შემკვეთს . დაკალიბრებული ხელსაწყოთი ჩატარებული გაზომვები არ გამოიყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ;
ზ) გაზომვის საშუალების მიკვლევადობა – კონკრეტული გაზომვის საშუალების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დგინდება ამ გაზომვის საშუალების კავშირი შესაბამის გაზომვის ერთეულის ეტალონ თან შედარებების/დაკალიბრების უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით, რომელთაგან თითოეულს აქვს ცნობილი განუსაზღვრელობა;
თ) დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოსაყენებლად დაშვება – საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის , იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით;
ი) პირველადი დამოწმება – დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამოწმებული, მისი ექსპლუატაციაში პირველად გაშვებამდე, ასევე შეკეთებული გაზომვის საშუალების დამოწმება შეკეთების შემდ ე გ ექსპლუატაციაში გაშვებამდე;
კ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს გაზომვის საშუალების გარეგან დათვალიერებას , დამოწმების ნიშნის დატანას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს .

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი