მუხლი 076. სააგენტოს ქონება და დაფინანსება

1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან და სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;
გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი