მუხლი 072. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია :
ა ) სტანდარტების რეესტრის წარმოება და მათი ნუსხის საჯაროობის უზრუნველყოფა ;
ბ ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება ;
გ ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების დამტკიცება / აღიარება და დამოწმება;
დ ) რეგისტრირებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ;
ე ) საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე ინფორმაციის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცვლის უზრუნველყოფა ;
ვ ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ;
ზ ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა ;
თ ) სახელმწიფო ეტალონების შენახვა , ფიზიკური სიდიდეების ერთეულების ზომების აღწარმოება , გადაცემა და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფა დაკალიბრების მეშვეობით ;
ი ) სააგენტოს მომსახურებისათვის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება;
კ ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი