მუხლი 069. სტანდარტის ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა

1. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის , შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულებ ის სავალდებულოობა .
2. პირს შეუძლია გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები . ასეთ შემთხვევაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებ ის მტკიცების ტვირთი გადადის მწარმოებელზე.
3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .
4. რეგისტრირებული სტანდარტი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი