მუხლი 067. სტანდარტის მიღების პრინციპები

1. საქართველოში სტანდარტი მიიღება საქართველოს სტანდარტის სახით და რეგისტრირდება ამ თავის შესაბამისად.
2. საქართველოში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სტანდარტები რეგისტრაციის გარეშე.
3. სტანდარტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას .
4. საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნეს:
ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო სტანდარტი . მის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტების ა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ;
ბ) საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტი . აღნიშნული სტანდარტის ტექსტის ქართულ ვერსიას განიხილავს ტექნიკური კომიტეტი ;
გ) სტანდარტი − ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. საქართველოს სტანდარტად უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელსაც მეწარმე გამოიყენებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე , დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ნებაყოფლობით შეიძლება დარეგისტრირდეს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სტანდარტი.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
7. ტექნიკური კომიტეტი არ განიხილავს საქართველოში შემუშავებულ სტანდარტს:
ა) იმ სფეროში, სადაც არსებობს საერთაშორისო სტანდარტი ;
ბ) იმ სფეროში, სადაც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე.
8. საქართველოს სტანდარტად საერთაშორისო ან უცხოური სტანდარტი მიიღება სტანდარტის „ თავფურცლის “ თარგმნის მეთოდითაც.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი