მუხლი 066. სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები

1. სტანდარტიზაციის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს (მწარმოებლები, მომსახურების მიმწოდებლები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა) შეუძლია ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე მონაწილეობა.
2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსე ნ სუსის საფუძველზე .
3. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია .
4. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს .
5. სტანდარტის შემუშავებ ისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე შესაძლებლობები .

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი