მუხლი 065. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტანდარტი − კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობის ათვის / მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით ;
ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი;
გ) რეგიონალური სტანდარტი − სტანდარტების საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი; 
დ ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტების ა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე, ისე შესაბამის ი ტექნიკური კომიტეტის მიერ ;
ე ) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი , რომელშიც მოცემულია სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება ;
ვ ) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენებ ის შესახებაც მიუთითებს, მათ შორის , საწარმოს შიდა სტანდარტზე.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი