მუხლი 064. ზოგადი დებულებები

1. სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტ იან ობის და თავსებადობის ზრდას.
2. სტანდარტი არის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია . მწარმოებელს შეუძლია შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამე ნ ტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი