მუხლი 063 . საქართველოს მთავრობის უფლება ნიშანდების ეკვივალენტად ცნობის შესახებ

1. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნებისა და იურისდიქციების ნუსხას, რომელთა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების გარეშე დაიშვება.
2. საქართველოში მოქმედი ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების დაკმაყოფილებად ჩაითვლება სხვა ქვეყნის შესაბამისი ნიშანდება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ, ნიშანდებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი