მუხლი 060 . ეკვივალენტად ცნობილი ტექნიკური რეგლამენტი

საქართველოს მთავრობის ერთჯერადი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ეკვივალენტად ცნობილ იქნეს გარკვეული უცხოური ტექნიკური რეგლამენტები და ისინი დაშვებულ იქნეს სამოქმედოდ, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის ადეკვატურად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მიზნებს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი