მუხლი 057. ტექნიკური რეგლამენტის არსი

1 . ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს:
ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი;
ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები;
გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები;
დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ;
ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2 . ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან .
3. ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/ მომსახურების სავალდებულო:
ა) მახასიათებლები/პარამეტრები;
ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები;
გ) შრომის ან / და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები;
დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი;
ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა;
ვ) ადმინისტრაციული პროცედურები ;
ზ ) შესაბამის შემთხვევებში , ინსპექტირების წესი და პერიოდულობა ;
თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო;
ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია);
კ ) ექსპლუატაციის პირობები ;
ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი