მუხლი 056. ტექნიკური რეგლამენტი

1. ტექნიკური ნორმის შემცველი , შესასრულებლად სავალდებულო ყველა აქტი მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტის ფორმით .
2 . ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს .
3. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები შეიძლება გავრცელდეს პროდუქტზე ამ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას, ასევე პროცესზე, მომსახურებაზე, პირ სა და ობიექტ ებ ზე და შეიძლება მოიცავდეს მათი ექსპლუატაციის დაწყების და ექსპლუატაციის პერიოდს, თუ ამის თაობაზე მითითებულია ტექნიკურ რეგლამენტში.
4. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს .
5 . თუ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან რამდენიმე ალტერნატიულად არეგულირებს ერთსა და იმავე პროდუქტს ან/და პროცესს, საკმარისია ნებისმიერ მათგანთან შესაბამისობა.
6. თუ მიღებულ , აღიარებულ ან ეკვივალენტად ცნობილ ალტერნატიულ ტექნიკურ რეგლამენტებს შორის განსხვავებაა, ეს არ განიხილება მათ შორის წინააღმდეგობად და ყველა თანაბრად გამოიყენება .
7 . თუ ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რამდენიმე ალტერნატიული ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მახასიათებლები, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი, შერჩეული ტექნიკური რეგლამენტი . დაუშვებელია ერთი და იმავე პროდუქტის ან / და პროცესის მიმართ სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მახასიათებლების აღრევა / კომბინაცია.
8. თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე ერთდროულად სავალდებულოდ ვრცელდება ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, პროდუქტი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
9. ტექნიკური რეგლამენტი ძალადაკარგულად ითვლება, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები ან მიზნები, რომლებიც მისი მიღების საფუძველი იყო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.
1 0 . ტექნიკური რეგლამენტის მიღების საფუძვლის ცვლილება განაპირობებს თავად ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებას ან გაუქმებას .
11 . რეგულირებულ სფეროებში საქართველო აღიარებს ევროკავშირის ტექნიკურ რეგლამენტებს .
12. თუ გაჩნდება ტექნიკური რეგლამენტის შემოღების აუცილებლობა და არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები ან მათი შემუშავება დასრულების სტადიაშია, საქართველო ვალდებულია საფუძვლად გამოიყენოს ისინი ან მათი შესაბამისი ნაწილები.
13. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ვაჭრობაში საფრთხის არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ქმნის, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
14. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი გაასაჩივროს სასამართლოში, თუ იგი ადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებზე მკაცრ მოთხოვნებს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი