მუხლი 043. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება

უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება:
ა) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით ;
ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი