მუხლი 042. დამოუკიდებელი ინსპექტირების ორგანოს მიერ ინსპექტირების აკრედიტაციის გარეშე განხორციელება და ინსპექტირების ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა

1. დამოუკიდებელი ინსპექტირების ორგანოს მიერ ინსპექტირების აკრედიტაციის გარეშე განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარით.
3. ინსპექტირების ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით და აკრედიტაციის გაუქმებას.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი