მუხლი 037. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა

1. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
 2. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი