მუხლი 036. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღაროში, შახტაში, ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობაზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა

1. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღარო ში , შახტა ში , ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდრო ენერგეტიკულ ნაგებობ ა ზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ობიექტის მფლობელის მიერ მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი