მუხლი 035. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა

1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.  

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი