მუხლი 032. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად ექსპლუატაცია

1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად ექსპლუატაცია −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით , −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.  

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი