მუხლი 029. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა

 1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.
 2. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.
 3. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
 4. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −
 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი