მუხლი 021. ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით.
2. ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ ინსპექტირების ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს . ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით/მითითებით ( ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში ) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს .
3. ინსპექტირების ორგანომ საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. ინსპექტირების ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს თავის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OE C D) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს.
6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ტექნიკური ინსპექტირების ოქმს, ხოლო დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს.
7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვ ე ვაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლ ს ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უ გზავნ ის ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს , რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში.
8. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო და ობიექტის მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს მიერ შეუსაბამობის გამოსწორების ათვის რეკომენდებული ვადა აისახება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში.
10. ტექნიკური ინსპექტირების ოქმისა და შენიშვნების/მითითების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხე დ ველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მათი ძალაში შესვლის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ობიექტის მფლობელს და ინსპექტირების ორგანოს, რის შემდეგაც მითითე ბის შესრულება სავალდებულო ხდება.
11. ობიექტის მფლობელი ვალდებულია დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოსწორების დადასტურების მიზნით განმეორებით მოიწვიოს ინსპექტირების ორგანო.
1 2 . კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო უფლებამოსილია:
ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ან მისი ცალკეული ნაწილ ებ ის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური ინსპექტირების ოქმში მითითებით;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და გაუგზავნოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი;
გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, ინსპექტირების ორგანო ვალდებულია ამის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს იგი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს .
1 3 . ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტ რ ონული ფორმით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი