მუხლი 020. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი

1. ტექნიკური ინსპექტირება ეფუძნება რისკის ანალიზ ი სა და შეფასების სისტემას.
2. ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.
3. დადგენილი პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება:
ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ორგანოლეპტიკური შეგრძნებების საფუძველზე;
ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში;
გ) ავარიის შემთხვევაში;
დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი ;
ე) სამშენებლო საქმიანობაზე სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი