მუხლი 018. ობიექტები და მათი ზედამხედველობა

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები თ გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს.
2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას.
3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:
ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ( მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების ) მშენებლობა.
5. ობიექტებია:
ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის ;
ბ ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში . მაღარო არის სამთო საწარმო , სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი , სამთო - ქიმიური ნედლეული , საშენიმასალა ;
გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვე შ ა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული ;
დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება;
ე) (ამოღებულია - 26.12.2014, №3004);
ვ)  (ამოღებულია - 26.12.2014, №3004);
ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი;
თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;
ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი;
ლ) ნავთობბაზა;
მ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ნ) მაგისტრალური გაზსადენი;
ო) ამწე მოწყობილობა;
პ) ლიფტი;
ჟ) ესკალატორი;
რ) ფუნიკულიორი;
ს) საბაგირო გზა;
ტ) ატრაქციონი;
უ) საქვაბე დანადგარი;
ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;
ღ) ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამე ნ ტებით გა ნ საზღვრული ობიექტები ;
ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი ( ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურ ებ ი) .
შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთ ხ ვევისა , როდესაც ტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს განსაზღვრავს .
7. ზღვრულ ი ტექნიკურ ი პარამეტრებ ი , რომ ე ლ თა მიხედვითაც ობიექტები ჩაითვლე ბი ა ნ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად , დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სა ა გენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საა გ ენტოს და ინსპექტირების ორგანოს მიერ. სამშენებლო საქმიანობაზე ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი