მუხლი 017. ობიექტების უწყებრივი რეესტრი

1. ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
2. იმ ობიექტებ ის ჩამონათვალს, რომლებიც შეიტანება ობიექტების უწყებრივ რეესტრში , და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3 . ობიექტებ ი ს უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით.
4 . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემ ი ს ადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა, უწყებრივ რეესტრ ებ ს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი