მუხლი 016. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის , რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას;
ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;
გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში;
დ) ახორციელებს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
ზ) გასცემს მითითებ ა ს ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ;
ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
ლ) შე ი მუშავებს სამშენებლო-საპროექტო ნორმებს, წესებს, ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს მისი კომპეტენცი ი ს თვის მიკუთვნებულ სფეროებში;
მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს.
3. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად,  ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დამატებით წარუდგენს:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;
ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ .
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკ ებ ის შესაბამისი დაწესებულებები ახორციელებენ ობიექტებ ი ს ზედამხედველობას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტ ებ ის მშენებლობის ნებართვ ი ს გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს ფუნქციებია :
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში;  
ბ) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა;  
გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდ ოლოგიური ხელმძღვანელობა;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობი ს მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა;
ე) გააკონტროლოს მშენებლობი ს მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა .
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
ბ) მშენებლობი ს მონაწილეებს მოსთხოვოს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ ებ ი;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობი ს მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;
დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი ; წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს გაიღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო;
ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობა;
ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
7. ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 25 1, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
 ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
 ბ) მიზნობრივი გრანტები;
 გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) სააგენტოს მომსახურების საფასური;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიზნების განხორციელებას ა და ფუნქციების შესრულებას.
10. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ დ “ ქვე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი