მუხლი 013. ზოგადი მოთხოვნები დამსაქმებლის, დასაქმებულისა და მწარმოებლის მიმართ

1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება , იყოს უსაფრთხო.
2. დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი მითითებების ა და ინსტრუქციების საფუძველზე დასაქმებულმა სწორად უნდა გამოიყენო ს დანადგარები, მოწყობილობები, წარმოების სხვა საშუალებები და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებები .
3. დასაქმებული ზოგადად პასუხისმგებელი ა, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნო ს საკუთარ და სხვა პირ თა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე .
4. მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებ ისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებ უ ლია სხვა მწარმოებლის მიერ.
5. მწარმოებელი პასუხისმგებელია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ ი ქმედებე ბისათვის.
6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
7. მომხმარებელს უფლება აქვს , დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი