მუხლი 008. მწარმოებლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

1. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ზიანის მიყენებისთვის , თუ ის დაამტკიცებს, რომ:
ა) პროდუქტი ბაზარზე მას არ განუთავსებია;
ბ) წუნი, რომელმაც ზიანი გამოიწვია , პროდუქტის ბაზარზე განთავსების მომენტისათვის არ არსებობდა;
გ) პროდუქტი არ იყო გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის, ან ნებისმიერი ფორმით დისტ რ იბუციისათვის, ან პროდუქტი არ ყოფილა წარმოებული/გავრცელებული მის მიერ მისი საწარმოო საქმიანობის პერიოდში;
დ) წუნი პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობ ამ გამოიწვია;
ე) მეცნიერული ან ტექნიკური ცოდნა პროდუქტის მიმოქცევაში გაშვების მომენტისათვის არ იყო იმგვარი, რომ მწარმოებელს წუნის აღმოჩენის საშუალება ჰქონოდა ;
ვ) პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებლის შემთხვევაში, წუნი გამოწვეულია პროდუქტის დიზაინით, რომელშიც ეს ნაწილია მოთავსებული , ან მითითების საფუძველზე, რომელიც გაცემულია იმ მწარმოებლის მიერ, რომელიც თავის პროდუქტში იყენებს ამ ნაწილს .
3. მწარმოებელს არ ე კისრება პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, თუ ამ პროდუქტს ზიანი არ გამოუწვევია.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი