მუხლი 003. ბაზარზე პროდუქტის შეზღუდვის გარეშე დაშვება

1. რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის II და III თავებით დადგენილი მოთხოვნები.
3. რეგულირებ ულ სფეროში პროდუქტი, რომლ ის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებით ად შეი ცვლ ება , ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვების ას , თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი