მუხლი 002. კოდექსის ზოგადი პრინციპები

1. ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს:
ა) სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები ს მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გა ვრცელება ს. სხვა სფეროში მეწარმეს თავად აქვს უფლება , აირჩიოს და დააკმაყოფილოს უსაფრთხოების მოთხოვნები;
ბ) მინიმალურად საჭირო რეგულირებით უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების უზრუნველყოფა ს ;
გ) მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტ ებ ისათვის ბაზარზე განთავსებისას ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მიდგომა ს ;
დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების უპირატესობას ;
ე) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად დაშვებას ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ვ) შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო სისტემასთან ჰარმონიზებული პროცედურების დადგენა ს ;
ზ) ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობა ს.
2. ამ კოდექსის რეგულირების მექანიზმებია: პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური ნორმების ჰარმონიზაცია და ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შემცირება .
3 . პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკომისიის მიერ მიღებული/დამტკიცებული ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნების დაცვით, ამ კოდექსის შესაბამისად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.
4 . ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომელიც სპეციალურად არის წარმოებული სა პოლიც იო ან/და სამხედრო მიზნებისათვის .

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი