36. WeekDays


WeekDays(Par1','Par2')       

ეს ფუნქცია ხელფასების გადათვლის დროს გვიბრუნებს სამუშაო დღეების რაოდენობას. ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული ფუნქცია სამუშაო დღეებს იღებს სისტემის კალენდარიდან,რომლის გამოძახებას შესძლებთ სისტემის ინსტრუმენტების პანელზე არსებული ღილაკით -  


 სისტემის კალენდარში თითოეული თვისთვის თქვენ თვითონ უნდა მონიშნოთ დასვენების დღეები (გააწითლოთ) ღილაკით-  
(დასვენების დღეების მონიშვნა/გადანიშვნა) და დარჩენილ სამუშაო დგეების რაოდენობას დაგიბრუნებთ WeekDays ფუნქცია.
WeekDays(Par1','Par2') ფუნქციას პარამეტრები შეიძლება გადავცეთ სხვადასხვანაირად.
1) Par1 - წელი
    Par2 - თვე 
მაგალითად თუ გვინდა ხელფასის გადათვლის დროს სიტემამ დაგვიბრუნოს კონკრეტული წლის და თვის მაგალითად 2006 წლის იანვრის თვის სამუშაო დგეების რაოდენობა, უნდა დავწეროთ შემდეგი ფორმულა:
WeekDays(2006,1)
გარდა ამისა, პირველ და მეორე პარამეტრად ჩვენ შეგვიძლია ფუნქციას გადავცეთ ცვლადები. დავუშვათ, გვინდა ხელფასების გადათვლისას ამოვიღოთ მიმდინარე თვის სამუშაო დღეების რაოდენობა. ამისათვის ხელფასის ფორმულებში უნდა დაიწეროს შემდეგი რამ:
WeekDays(year(),month())
2) par1 - დიაპაზონის პირველი თარიღი
    par2 - დიაპაზონის მეორე თარიღი
მაგალითად, გვინდა ხელფასების გადათვლის დროს ამოვიღოთ 01.01.2006-01.04.2006-დიაპაზონში სამუშაო დღეების რაოდენობა. ამისათვის უნდა დაიწეროს შემდეგი ფორმულა
WeekDays(01.01.2006,01.04.2006)