35. values


values(Par1,Par2,Par3)


ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა ხელფასის ქვესისტემაში, დარიცხვის ფორმულებში, მიღებულ იქნას ნებისმიერი თვის (ან თვეების) ველის მნიშვნელობა.
Par1 ეს არის დარიცხვის ბარათის ერთ-ერთი ველი. მაგ., 1 = A, 2 = B, … , 26 = Z. 
Par2 ეს არის დარიცხვის ბარათის ერთ-ერთი თვის მნიშვნელობა. მაგ., 1 = იანვარი, 2 = თებერვალი, … , 12 = დეკემბერი. ამ პარამეტრში მითითებულ უნდა იყოს იმ თვის ნომერი, საიდანაც სისტემამ უნდა დაიწყოს მნიშვნელობების ამოღება.
Par3 - ში კი მითითებულ უნდა იყოს რამდენი თვის მნიშვნელობა გვინდა ავჯამოთ. მაგ., თუ გვინდა 3 თვის მნიშვნელობის აღება, უნდა მივუთითოთ რიცხვი - 3.
 განვიხილოთ მაგალითი :  ვთქვათ, მაისის თვის ხელფასის ანგარიშისას საჭიროა დარიცხვის ფორმულებში მივიღოთ წინა 3 თვის (თებერვალი, მარტი, აპრილი) ჯამური ხელფასების ჯამი. ამისათვის საჭიროა ფუნქცია ჩაიწეროს შემდეგნაირად : values(26,5,3)