33. SUB


SUB('ცვლადი',პოზიცია,სიგრძე) 

აღნიშნული ფუნქცია გამოიყენება ტექსტიდან ამა თუ იმ მნიშვნელობის (ტექსტის რაღაცა ნაწილის) ამოსაღებად .
ცვლადი შეიძლება იყოს ნებისმიერი ცვლადი (მაგ: F0N, B0N, R0N და ა.შ). გარდა ამისა, ამ პარამეტრში შეიძლება ჩაიწეროს პირდაპირ ტექსტი.
პოზიცია - მითითებული უნდა იყოს იმ პოზიციის აღმნიშვნელი ციფრი (მაგ., 5, 7, 10 ან სხვა), საიდანაც სისტემამ უნდა დაიწყოს მნიშვნელობის ამოღება. ციფრის გარდა შესაძლებელია პოზიციის პარამეტრში ჩავწეროთ ცვლადი.
სიგრძე - მითითებული უნდა იყოს ის ციფრი, რამდენი სიმბოლოც გინდათ ამოიღოს სისტემამ.

განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ, წინადადებიდან “საბუღალტრო პროგრამა” გვინდა ამოვიღოთ სიტყვა “პროგრამა”. ამისათვის საჭიროა გადავითვალოთ  მერამდენე პოზიციიდან იწყება სიტყვა პროგრამა, და რამდენი სიმბოლოსგან შედგება. ფორმულას ექნება შემდეგი სახე:
SUB('საბუღალტრო პროგრამა',12,8)