32. StockProp


StockProp(‘Par1’,’Par2’,’Par3’) 

ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ამოიღოთ სასურველი რეკვიზიტი სასაქონლო სიიდან ან პირიქით, ჩაწეროთ მასში სასურველი ინფორმაცია.
სასაქონლო სიიდან სასურველი რეკვიზიტის ამოსაღებად საჭიროა შევსებული იქნას ამ ფუნქციის პირველი ორი პარამეტრი: Par1 და Par2. ხოლო თუ გვინდა სასაქონლო სიაში საქონლის რომელიმე რეკვიზიტის ჩაწერა, მაშინ შევსებული უნდა იქნას ფუნქციის სამივე პარამეტრი.
განვიხილოთ თითოეული პარამეტრი ცალ-ცალკე:
Par1 არის საქონლის უნიკალური კოდი.
Par2 იცვლება 1 - დან 70 - მდე, იმისდამიხედვით თუ საქონლის რომელი რეკვიზიტი გინდათ ამოიღოთ ან ჩაწეროთ სასაქონლო სიაში. ქვემოთ ჩამოთვლილია საქონლის რეკვიზიტის  შესაბამისი ნომრები.
1 - დასახელება
2 - სასაქონლო ჯგუფი
3 - მინიმალური ერთეული
4 - რაოდენობა
5 - ერთეულის ფასი 
6 - ანგარიში
11 - სხვა ერთეული (1)
12 - სხვა ერთეული (2)
13 - სხვა ერთეული (3)
14 - სხვა ერთეული (4)
15 - სხვა ერთეული (5)
16 - სხვა ერთეული (6)
17 - სხვა ერთეული (7)
18 - სხვა ერთეული (8)
19 - სხვა ერთეული (9)
20 - სხვა ერთეული (10)
21 - რაოდენობა ერთეულში (1)
22 - რაოდენობა ერთეულში (2)
23 - რაოდენობა ერთეულში (3)
24 - რაოდენობა ერთეულში (4)
25 - რაოდენობა ერთეულში (5)
26 - რაოდენობა ერთეულში (6)
27 - რაოდენობა ერთეულში (7)
28 - რაოდენობა ერთეულში (8)
29 - რაოდენობა ერთეულში (9)
30 - რაოდენობა ერთეულში (10)
41 - ძირითადი საშუალების ინდიკატორი
42 - საინვენარიცაციო ნომერი
43 - წარმოების თარიღი
44 - ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი
45 - ჩამოწერის თარიღი
46 - საბალანსო ღირებულება
47 - ამორტიზაციის წლიური კოეფიციენტი
48 - დარიცხვის თვეების რაოდენობა
49 - ნარჩენი ღირებულება
50 - ამორტიზაციის დასარიცხი თანხა
51 - აფასების თანხა
52 - მატერიალური პასუხისმგებელი
53 - განყოფილება
54 - A01 ველის ანგარიში
55 - A02 ველის ანგარიში
56 - A03 ველის ანგარიში
57 - A04 ველის ანგარიში
58 - A05 ველის ანგარიში
59 - კომენტარი
60 - ჯამური ცვეთის თანხა
61 - ცვეთის დარიცხვის მეთოდი: 0=საგადასახადო, 1=წრფივი, 2=წარმოებული პროდუქციით, 3=რიცხვთა ჯამით, 4 = გაორმაგებული
62 - მიღების თარიღი 
63 - სალიკვიდაციო ღირებულება 
64 - მომსახურების ვადა 
65 - წარმოებული პროდუქციის სავარაუდო რაოდენობა 
66 - პროდუქციის რაოდენობა დარიცხვის პერიოდში
67 - დარჩენილი წლების რაოდენობა
68 - ჩამოწერის ინდიკატორი
69 - დღგ
70 - A06 ველის (მომწოდებლის) ანგარიში
Par3 – ში უნდა ჩაიწეროს ის ინფორმაცია რითიც გსურთ სასაქონლო სიის ამა თუ იმ ველის შეცვლა. ხოლო თუ ჩვენ გვინდა საქონლის რომელიმე ველის  განულება Par3 - ში უნდა ჩაიწეროს სიტყვა - NULL.
თუ ფორმულაში ჩავწერთ StockProp(0) მივიღებთ სასაქონლო სიაში არსებულ მაქსიმალურ კოდს.